დაბრუნება & გადაცვლა

შესავალი

h2water.ge-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

h2water.ge პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

A. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:
• შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
• პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
• მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
• პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
• პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
• მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
• პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
• პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის საგანია;
• პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
B. h2water.ge - მა არ შეასრულა დანაპირები:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;
• h2water.ge has not delivered purchased product per agreed time;
C. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

h2wate.ge გაცნობებთ გადაწყვეტილების შესახებ 24 საათის განმავლობაში პროდუქტის მიღების მომენტიდან. ჩვენი გუნდი სწრაფად იმუშავებს იმაზე რომ გაგაგებინოთ პროდუქტის საფასური გინაზღაურდებათ თუ პროდუქტი გიბრუნდებათ თქვენ/მფლობელს.

ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ელ-ფოსტაზე.

info@h2water.ge

შესვლა
სურვილები
შესვლა
Password Recovery

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

ჩემი კალათა 0
წინა ნახვები 0